მარტი 29, 2024
0 0
Read Time:40 Second

არჩევნები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მოქალაქეებს აქტიურობისთვის. საარჩევნო პროცესი, ხმის მიცემა გრძელდება და ყველას მინდა მოვუწოდო აქტიურობისკენ. რამდენიმე საათი გვაშორებს დამაჯერებელ გამარჯვებამდე პირველივე ტურში, ყველა მუნიციპალიტეტში და ამისთვის გადამწყვეტია თითოეული მოქალაქის, ჩვენი მხარდამჭერის ხმა, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, დღევანდელი გამარჯვება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.

„დღის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ არაერთი დარღვევა, როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც არღვევდნენ საარჩევნო კანონმდებლობას. ეს ყველაფერი იქნება დაფიქსირებული და გადაეცემა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ვინაიდან წელს, ამ თვითმმართველობის არჩევნებს არაერთი რეპუტაციული, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც დღეს, ასევე ხვალ და მომავალშიც, დღევანდელი გამარჯვება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მშვიდობიან განვითარებაში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და ამ რეგიონის მცხოვრებელი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები