“თი-ბი-სი-ში მივედი და ასე განმიცხადეს ვერ აგიყვანთ სამსახურშიო, წესით კლიენტები უნდა მოიზიდოთ თქვენ კიდევ გააქცევთო…”

Read Time:4 Minute, 51 Second

“მადლობა ღმერთს რომ ეს კამპანია არამონობას დაიწყო.. როგორც ვიცით საქართველოში შრომით კოდექსს არ აფასებენ და მართლაც რომ მონებად ვართ ქცეულები, მსახიობობა მინდოდა და თავისუფლებაზე ერთ ერთ კერძო სამსახიობო ქასტინგზე მივედი ხუთი წლის წინ და რაღაც მიმიკები ვაჩვენე და ნუ მსახიობებს გავაჯავრე ხო და მითხრეს ნიჭი არ გაქვს შვილოო და იმდენი გრიმი სად გვაქვს რომ შენ სახეზე დავხარჯოთ-ო, პირდაპირ ვუთხარი კიდევაც ბარემ მოკლედ გეთქვათ მეთქი რომ ვიზუალიდან გამომდინარე ვერ მიმიღებთთქო და წამოვედი, უბრალოდ სირცხვილია დღევანდელი მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში, გარეგნობის გამო ყველანაირი იმედი ჩამიკლეს საქართველოში სამწუხაროდ! წლების წინ თიბისი-ში მივედი და ასე განმიცხადეს რომ იმიჯი გაკლიათ ბატონო გიორგი და ვერ აგიყვანთ სამსახურში-ო თქვენ რაც შეიძლება მეტი კლიენტი უნდა მოიზიდოთ და არ უნდა გააქციოთ-ო კიდევ მქონდა მცდელობა რესტორანში მიმტანის პოზიციაზე მაგრამ კლიენტმა რომ საჩივარი დაწეროს-ო ჩვენ ვერ მიგიღებთ რადგან ვიზუალი არ გაქვთ შესაბამისი-ო საჩივარი რომ დაწეროს კლიენტმა თქვენი გულისთვის უფროსი რესტორანს არ დაკეტავს-ო ასევე ნაძალადევზე ნიკორას ფირმაში მივედი და ნუ ზოგადად კომპანიები წინასწარვე აფრთხილებენ ვინც უნდა მიიღონ და ვინ არა დიდი კომპანიები საერთოდეგრე არიან მიიღებენ ადამიანებს ვთქვათ 1000 ან 1500 და იქედან მხოლოდ 50-მდე ან 70მდე ადამიანს აირჩევენ ისიც 5 ან 15 შეიძლება უცხო იყოს და არა კომპანიის თანამშრომლის ახლობელი ან ნათესავი და მათ შემცირებაში უშვებენ როდესაც ჩნდება იმის ახლობლის ახლობელი ან ნათესავი იმ კომპანიისა და სვავენ კადრში ხოლო ევროკავშირში ევროპის ქვეყნებში აჩვენებენ რომ აი ჩვენ 1500-მდე პირი გვყავს დასაქმებული-ო და თქვენი გვარსახელები ყველგან ფიგურირებს სადაც კი მისულხართ და სამსახურის დაწყება გსურდათ და არ მიგიღეს, სინამდვილეში წერიხართ მათ სიაში ვითომ მუშაობთ, ხოდა იმას ვამბობდი რომ არც ნიკორაში არ მიმიღეს ყველა კითხვა პასუხი დავაკმაყოფილე ეგრედ წოდებულ ტრენინგზე და ვინც იქ ვნახე ზოგიერთი დებილი მართლა რომ კარნახობდნენ ტრენინგის ჩამტარებლები ისინი იყვნენ სამსახურებში კონსულტანტებად და სირცხვილია! უამრავი ფაქტი შემიძლია მოვიყვანო მაგრამ ამაოდ რადგან ჩვენს სახელმწიფოში ადამიანებს ადამიანებად არ თვლიან და ჩვენ შრომისუნარიანობას არაფრად აგდებენ… იმდენად ვნერვიულობ ახლა რომ ვწერ მაპატიეთ თუ უცენზუროდ ან ცუდად გამომივიდა რამე ნათქვამი სამწუხაროდ გაბანძებულ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება სახეზე მაქვს ხალი და ალბად ცუდად ხვდებათ თვალებში, ვიფიქრე ნორმალურ სამსახურში დავიწყებ მუშაობასთქო მაგრამ უარი მივიღე ჯანდაბას ის 150 და 300 ლარი მაგრამ ეს 150 და 300 ლარიც მართლაც რომ მონურია და ეს დამპალი მაპატიეთ და არაადამიანები ვიზუალსაც რომ აქცევენ ყურადღებას, მე ვიცი პირადად ვიცნობ პიროვნებას წერაკითხვის უცოდინარია სკოლაში არ უვლია მხოლოდ სამი კლასი დაამთავრა წერა კითხვის უცოდინარს დააწყებინეს ბანკში მუშაობა და დისტრიბუციაში სკოლა დაუმთავრებელ წერა კითხვის უცოდინარს და რავი სკოლაც დამთავრებული მაქვს და უნივერსიტეტებიც და ვიზუალის გულისთვის კულტურულად მიშვებდნენ და მიშვებენ სამწუხაროდ. რომ თურმე იმიჯი მაკლია. ???? აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ თურქეთიც რომ თურქეთია ისიც კი ჩვენზე უკეთესად ამუშავებს ადამიანებს ბარებსა თუ რესტორნებში მოხუცებულები ახალგაზრდები მუშაობენ და ასაკობრივი ზღვარის შეზღუდვაც კი არ არის აქ კიდევ 20 წლის რომ ხარ 30 წლიან გამოცდილებას გთხოვენ და 7 და 10 წლიანს დამპალი არარაობები.. ამ ქვეყანაში სამსახური რომ გქონდეს ადამიანს ნორმალური ანაზღაურებით და ზოგადად ფიზიკურად განსხვავებული ნაკლის მქონე და ისე ჩვეულებრივი ვიზუალის ადამანიც რომ სამსახურში აიყვანონ ნაცნობობით ხდება, როგორც იმ წერაკითხვის უცოდინარის შემთხვევაში გვარსა და სახელს ვერ დავასახელებ მაგრამ ასე ვიტყვი ვინმე ბ. გ-მ გ. გ. მიიყვანა ტაოპრივატში შემდგომ უკვე საქართველოს ბანკს გადაეცა და შემდგომ კი დისტრიბუციაში მიიყვანა, ეგრედ წოდებულ ტაოში-ც ვცადე და საქართველოს ბანკშიც სივით მაგრამ არავინ გამომხმაურებია.. ვენდისი დანკინი და ნებისმიერი კაფე ბარი ავიღოთ და დაცვის სამსახური თუნდაც მოდი ავიღოთ საცხობები და ეგრედ წოდებული მარშე სადაც ქვეყანა ადგილია და არ მიმიღეს სამსახურში ვიზუალის გულისთვის! კადრები სავსეა-ო და თუნდაც მარშეს მენეჯერებს 3000 და 4000 ლარები აქვთ და 10.000 და 24.000 უფროსობას პრემიებით აქვთო მუშები ამბობენ ამას ვამბობ მარშეზე! და არამარტო მარშეს რაც დიდი კომპანიებია ყველას დიდი შემოსავალი აქვს და ხალხს 150, 300 და 500 ლარებს უხდიან თვიურად, დღეში რომ კომპანია იღებს 15000 და 200000 უბრალო მუშებს კი 300 და 500 ლარებზე ამუშავებენ ეს არარის უსამართლობა? ერთ ერთ პურის ქარხანაშიც მითხრეს ადგილი არ გვაქვსო და მესამე დღეს თავის კაცი მიიყვანეს, საერთოდ ასეთ ამბებს დიდ ყურადღებას ვაქცევ და მჯერავს რომ ადრე თუ გვიან ასეთი უმსგავსობები აღმოიფხვრება…ყველა ღონეს ეცდებიან რომ თავი გაიმართლონ და ისიც იცოდეთ რომ შეუძლიათ ახალი ან ძველი თარიღით გააყალბონ ყველაფერი რაც დასჭირდებათ რადგან უბრალო ხალხი გაგვჭყლიტონ და დაგვადანაშაულონ რომ ვითომ-და არაფრის მაქნისები არ ვართ ადამიანები რომლებიც დიდ კომპანიებს ფლობენ და თუნდაც რომელიმე მოქალაქე მისულა და არ აუყვანიათ სამსახურში ის ჩაწერილია ეგრედ წოდებულ შტატში ვითომ მუშაობს და როდესაც ამოწმებენ ევროპის ქვეყნებიდან მოწვეული კომისიები აჩვენებენ ფურცლებს და კომისია თუ რომელიმე მუშა პერსონალით დაინტერესდა და არ აღმოჩნდა იქ ის კონკრეტული მუშა ეუბნებიან რომ შვებულებაში გაუშვეს ან რამეს მოიფიქრებენ, ასეთი უმსგავსობები ხდება ჩვენ ვითომევროპულ ქვეყანაში სადაც ადამიანს ვიზუალისგულისთვის იწუნებენ სადაც ადამიანს განათლებას არ აძლევენ ნორმალურად თუ ფულიარაქვს და ნიჭს უკარგავენ და სამსახურის მიმართ ნდომას. აი ესეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ…. საქართველოდან იმიტომ მივდივართ ახალგაზრდობა რომ ცხოვრება ადამიანურ პირობებში შევძლოთ ! რომ ოჯახები ვარჩინოთ და ცხოვრება მოვიწყოთ, ებრაელი ვარ და საბუთს ვაკეთებდი ხო და მერიაში გამაგზავნეს იუსტიციის სახლიდან სად ეროვნების დადასტურება და სად მერია, ასეთი პასუხიც მივიღე წაბრძანდით რუსეთში ბატონოო და იქ გაგიკეთებენო აქ ჩვენთან ვერ დაგეხმარებითო. ადამიანს რომ ჩაუხშონ ყველა გზა წარმატებისკენ და მომავლისაკენ იმას ცდილობენ, დღეღამეს ასწორებენ თუნდაც გარე მოვაჭრეები და ამწარებენ მაგ ადამიანებსაც, ერთ ერთ სამსახურში მშენებლობაზეც მივედი და აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი ხალხი იყო იმ ადგილას სადაც მერიამ ფართი ერთ ერთ კომპანიას გამოუყო რომ უნდა აშენდეს კლინიკა გლდანში კარფურთან და საწყალი დევნილები ცის ქვეშ რჩებიან აი გეკითხებით როგორ უნდა გადამებიჯა ნამუსისთვის და როგორ უნდა დამენგრია სახლები ობოლი ბავშვებისთვის მოხუცებული ხალხისთვის? და მერიის წარმომადგენლებმა უთხრეს რომ ჩვენ რა ვქნათ როგორ დაგაკვალიანოთ მთავრობას მიმართეთო, საწყალ ხალხს ქუჩაში ტოვებენ და მე მაგ მშენებლობის კომპანიაში როგორი ნამუსით მემუშავა? ნუ მოკლედ რომ ვთქვათ განუკითხაობაა საშინელი მეგობრებო.. ჩვენდა სამწუხაროდ ასე ხდება რომ საქართველოში თუ არ არის ადამიანი ხელიდან წასული ის დიდ მწვერვალებს ვერ იპყრობს, ან თუ გაუმართლა და დაიპყრო მწვერვალი უეჭველი ხელს გაასვრევინებენ სიბინძურეში ან შეუთითხნბიან რაღაცას და გააფუჭებენ დააბრალებენ ათას რამეს სიბინძურეს და ყველაფერს რომ უკან დაწიონ, გაანადგურონ და მომავალი დაუნგრიონ აი ესეთ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება ტელევიზიები აჩვენებენ უი აი ნახეთ რა კარგები და ჰუმანურები არიან და გარეგნობას ყურადღებას არ აქცევენ თურმე ნუიტყვი და სინამდვილეში კი პირიქით ხდება

https://www.facebook.com/aramonoba/photos/a.424741851624796/429494537816194/?type=3

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ინიშნება
Next post ბერა ივანიშვილი შვილს ელოდება