თინა ბოკუჩავა: „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ამ ქვეყანას ევროპისკენ გზა გაუკაფა

Read Time:29 Second

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ამ ქვეყანას ევროპისკენ გზა გაუკაფა – ამის შესახებ ენმ-ის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც გზა გაუკაფა ევროპისკენ ამ ქვეყანას. მართალია, ასოცირების შეთანხმებას ბატონმა ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი, მაგრამ  ხელს ვერაფერს მოაწერდა, მერწმუნეთ, დიდი სამუშაო რომ არ შეესრულებინა „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, დეპარტამენტებს, პრეზიდენტს, რაც მთავარია, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მკაფიოდ გამოხატული, პროდასავლური კურსი ჩვენს რეგიონში და ამიტომ არის განსაკუთრებული და ასეთი სამწუხარო, როდესაც  მოლდოვა და უკრაინა იღებენ  კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ სასიხარულოა, და სამწუხაროა, რომ საქართველო ამ მოცემულობაში ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს“,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი – ვინც თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ეს არის დესტრუქცია, ამით ხელისუფლებას კი არ აღიზიანებენ, სახელმწიფოს აზიანებენ
Next post გუბაზ სანიკიძე ღარიბაშვილზე: ამ ზნედაცემულ სასამართლოშიც კი შევიტან სარჩელს და მოვუგებ, არ მოვეშვები