თვითმფრინავის ტრაპიდან – საარჩევნო უბანთან

Read Time:57 Second

23 მარტს, ისრაელში, ბოლო ოთხ წელიწადში მეოთხე საპარლამენტო
არჩევნები იმართება. კორონავირუსის ეპიდემიამ არჩევნების
გამართვაში მრავალი ცვლილება და სიახლე შეიტანა.
ცსკ-ამ (ცენტრალური საარჩევნო კომისია)კორონავირუსით
დაავადებულთათვის, სახლში, სპეციალურ სასტუმროებში
კარანტინში მყოფთათვის, სპეციალურად შექმნილი ასეულობით
საარჩევნო უბნის მისამართი გამოაქვეყნა.
ცსკ გენერალური დირექტორის ორლი ადასის თქმით,
კორონავირუსის დადასტურებულად მატარებელი
ამომრჩევლისათვის გაიხსნა 349 უბანი, ხოლო კარანტინში, და
თვითიზოლაციაში მყოფთათვის – 409. მათ შორის სამი
სასტუმროებში. კარანტინში მყოფი მოქალაქეების დიდი ნაწილი
ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სამშობლოში. მიუსაფართა და მოხუცთა
სახლებში – 547 უბანი. სულ ქვეყანაში 15 ათასამდე უბანი გაიხსნა, ეს
სამჯერ მეტია, ვიდრე წინა არჩევნების დროს.
პირველად, ქვეყნის ისტორიაში, ისრაელის მოქალაქეებს უფლება
მიეცეათ არჩევანი ჩამოფრენისთავე, ბენ გურიონის სახელობის
აეროპორტში გააკეთონ. საქმე იმაში გახლავთ, რომ რამდენიმე დღის
წინ ისრაელის უმაღლესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო მთავრობის
გადაწყვეტილება ისრაელში, ამ ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებაზე
დაწესებული ქვოტები (3 ათასი მოქალაქე დღე-ღამეში), და მოითხოვა
ამ შეზღუდვის გაუქმება.
ცსკ-ამ გადაწყვიტა აეროპორტშივე მოეწყო საარჩევნო უბნები, ვიდრე
სპეციალურად დამატებითი საარჩევნო უბნები შეექმნა მთელი
ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში წასული მოქალაქეებისათვის.

ცსკ-ის გენერალურმა დირექტორმა ორლი ადარმა ისრაელის არმიის
რადიოარხზე „გალეი ცაჰალის“ ეთერში თქვა, რომ ხმების დათვლა
პარასკევს, შუადღისათვის დასრულდება რაც ნიშნავს, რომ წინასწარი
შედეგები უკვე პასექის დღესასწაულამდე გახდება ცნობილი.
სერგი პოდრაჟანსკი იერუსალიმიდან
ისრაელის პარლამენტი, ქნესეთის პრესსამსახურის ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკავშირში საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს
Next post სოზარ სუბარი: ქუჩის პოლიტიკა 2012 წლიდან დამთავრდა და დღეს პოლიტიკამ ინსტიტუციებში გადაინაცვლა