მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 27 Second

თენგიზ ცერცვაძე – ჩვენთან იქნება ვირუსის გავრცელება მაგრამ ეს იქნება ასეულები და არა ათასეულები

ტესტირების პროტოკოლის დამტკიცების საკითხშიც სახელმწიფომ გამოიჩინა გონივრული მიდგომა და შეარჩია სწორედ ის ალგორითმი და მოდელი, რომელიც დღეისთვის საუკეთესოა საქართველოში არსებული სიტუაციისა და რესურსების გათვალისწინებით, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„საქართველოს მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და მთელმა ვერტიკალმა, დაწყებული რიგითი ექიმით, დამთავრებული პირადად პრემიერ-მინისტრით, რომლის ქმედებებიც განსაკუთრებით ეფექტურია, დროული ადეკვატური ზომებით შიდა გადაცემის ეტაპი, მაქსიმალურად გადაწია. სხვა ქვეყნებში ეს დაიწყო გაცილებით ადრე და, შესაბამისად, დადგა ძალიან მძიმე შედეგით, საქართველომ მოახერხა, ეს პერიოდი სულ ცოტა 3-4 კვირით გადაეწია. ამან ქვეყანას საშუალება მისცა, უფრო მომზადებული შეხვედროდა შიდა გადაცემის პერიოდს და გაეთვალისწინებინა ის შეცდომები ​ევროპის წამყვანმა და ყველაზე განვითარებულმა ქვეყნებმა.

იყო ბევრი კითხვა, საქმიანიც და სპეკულაციურიც. როგორც სხვა საკითხებში, ისე ტესტირების პროტოკოლის დამტკიცების საკითხშიც სახელმწიფომ გამოიჩინა გონივრული მიდგომა და შეარჩია სწორედ ის ალგორითმი და მოდელი, რომელიც დღეისთვის საუკეთესოა საქართველოში არსებული სიტუაციისა და რესურსების გათვალისწინებით. დღეს იყო სამინისტროში გაფართოებული სხდომა, ყველა ექსპერტისა და სპეციალისტის მონაწილეობით. დისკუსიის ჩვენ შევთანხმდით ახალ პროტოკოლზე, რომელიც პრინციპულად განსხვავდება მოქმედისგან.

დღემდე მოქმედი პროტოკოლი გულისხმობდა მხოლოდ იმ პირების ტესტირებას, ვისაც ჰქონდა მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები და იყო მეორე აუცილებელი პირობაც – ამ პიროვნებას აუცილებლად უნდა ემოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალდასენიანებულ ქვეყნებში, ან მიეღო სტუმარი ამ ქვეყნებიდან, ამ ყოფილიყო ინფიცირებულთან კონტაქტში. სხვა ადამიანები ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ. ეს პირველი პაკეტი და მას დაემატა მეორე პაკეტი – უსიმპტომო პირები. მაგალითად, ადამიანს არ აქვს სიმპტომები, მაგრამ იმყოფებოდა იტალიაში, უმასპინძლა იტალიელ სტუმრებს ან იყო კონტაქტში ინფიცირებულთან. ახლა ეს პიროვნებაც ექვემდებარება გამოკვლევას. შექმნილია სრულყოფილი მოდელი, სადაც დეტალურადაა გაწერილი, სად უნდა გამოვიყენოთ მოლეკულური ტესტირება და სად – სწრაფი ტესტი. ორივე პრინციპულად განსხვავებული მოდელი ამ პაკეტში გათვალისწინებულია.

მესამე პაკეტი ეხება იმ პირებს, ვინც არც მაღალდასენიანებულ ქვეყნებში ყოფილა, არც უცხოელი სტუმრები ჰყოლია და არც ინფიცირებულთან ჰქონია კონტაქტი, მაგრამ აქვს სიმპტომები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები