თენგიზ ცერცვაძე – პოსტკოვიდური კვლევა 10 თებერვლიდან დაიწყება და 500 კოვიდგადატანილი პაციენტი შემოწმდება ყველაფერზე, როგორც კლინიკურად, ასევე ინსტრუმენტულად

Read Time:36 Second

პირველი თებერვლიდან გვინდოდა დაწყება, ყველაფერი რჩება ძალაში, თუმცა სამწუხაროდ დაგეგმილი დღეები ზუსტად ვერ სრულდება ხოლმე. ძალიან ბევრი ტექნიკური სიძნელეები იყო დაკავშირებული ტენდერებთან, სხვადასხვა რესურსების მობილიზებასთან და ჩვენ ცოტა დავიგვიანეთ. დაახლოებით, ათ რიცხვში დაიწყება ეს კვლევა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე პოსტკოვიდურ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სრული მაშტაბით, 500 ადამიანი იქნება გამოკვლეული სრული პაკეტით, რაც მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა.

„500 კოვიდგადატანილი შემოწმებული იქნება, როგორც კლინიკურად, ისე ინსტრუმენტულად ყველაფერზე-ფილტვი, გული, თირკმელი, ღვიძლი ტვინი. ყველაფერი იქნება შემოწმებული და ამ 500 ადამიანის კვლევის შედეგად დაიდება შედეგები, რეკომენდაციები, რომლითაც იხელმძღვანელებს სახელმწიფო პროგრამა და ამ პროგრამით ყველას, ვისაც ექნება პოსტკოვიდური სინდრომი, ექნება საშუალება მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და უფასოდ ჩაიტაროს კვლევა. არც ერთ ქვეყანაში პოსტკოვიდიანებისთვის მომსახურება უფასო არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით მირცხულავა: „ნამახვანი ჰესი“ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით
Next post მესი აპირებს, უჩივლოს გამოცემას, რომელმაც „ბარსელონასთან“ მისი კონტრაქტის ფინანსური დეტალები გამოაქვეყნა