მარტი 29, 2024
0 0
Read Time:45 Second

ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70 პროცენტიდან 43 პროცენტამდე შემცირდა პირბადეების ტარება, ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს, არის დიდი შანსი მესამე ტალღის გავრცელების, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„შეზღუდვების შემსუბუქება არის რისკი, რა თქმა უნდა. ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ დავიწყეთ ვაქცინაცია. იმუნიზაცია, ყველა ქვეყანაში, შედეგს იღებს სულ ცოტა 2-3 თვის შემდეგ. აშშ-მა, ინგლისმა, გერმანიამ, ისრაელმა ვაქცინაცია დაიწყო დეკემბერში და დღეს მათ გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვთ, ვიდრე საქართველოს, სადაც ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. ისრაელმა 90% აცრა მოსახლეობის და ჯერ ხელშესახები შედეგი არ აქვს. ამიტომ, ჩვენც ნუ გვექნება ასე მალე მოლოდინი. ამას დრო უნდა, იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს. იქამდე, ვიდრე ეს იქნება, პირბადეები უნდა გამოვიყენოთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე.

ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70 პროცენტიდან 43 პროცენტამდე შემცირდა პირბადეების ტარება, ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს, არის დიდი შანსი მესამე ტალღის გავრცელების. ევროპამ, სხვადასხვა ქვეყნებმა გაახანგრძლივეს ლოკდაუნი, რადგან შეიძლება შემობრუნდეს სიტუაციაა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები