მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 6 Second

საქართველოში ოქტომბერში შემოვიტანთ კოვიდის სამკურნალოდ ორ პრინციპულად ახალ მედიკამენტს. ჩვენი მოლოდინია, რომ ამან სერიოზული გარდატეხა უნდა მოახდინოს კოვიდის წარმატებულ მკურნალობაში., – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ახალმა მედიკამენტებმა მკვეთრად უნდა შეამციროს ავადმყოფის დამძიმების რისკები და, შესაბამისად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

„ესაა ორი მედიკამენტი. მონოკლონური ანტისხეულები -კოვიდის მკურნალობაში პრინციპულად ახალი სიტყვაა. კოვიდის სამკურნალოდ ყველაზე დიდ იმედებს ამყარებენ სწორედ მონოკლონურ ანტისხეულებზე. ეს არის იმის მსგავსი ანტისხეულები, რომლებიც მუშავდება ადამიანის ორგანიზმში კოვიდის გადატანის შემდეგ. მაგრამ ეს ანტისხეულები მიღებულია გენეტიკური ინჟინერიის გზით.

ჩვეულებრივ ორგანიზმში გამომუშავებული ანტისხეულებისგან იმით განსხვავდება, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არის ან დაბალი ან მაღალი, მაგრამ ხშირად მაინც არაა საკმარისი, რომ კოვიდგადატანილი პაციენტისგან აღებული პლაზმით ვუმკურნალოთ პაციენტს და ყოველთვის მივიღოთ კარგი შედეგი. ჩვენ ამ მეთოდს ერთ-ერთი პირველი მივმართავდით, გვქონდა შედეგები, მაგრამ ისეთი არა, როგორიც გვინდოდა. მონოკლონური ანტისხეულები გენეტიკური ინჟინერიით მიღებული ანტისხეულებია, არის ძალიან მაღალი კონცენტრაციით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, ამ ძვირადღირებული პრეპარატის შეძენაში საქართველოს ზოგიერთი ქვეყნის საელჩო და მსოფლიო ბანკი ეხმარება, რომელიც პროცესს მთლიანად ან ნაწილობრივ აფასებს და პრეპარატი საქართველოში ყველზე გვიან ოქტომბრის ბოლოს შემოვა.

მეორე მედიკამენტს – „ბარიციტინიბს“ ქვეყანა 2-3 დღეში მიიღებს.

ბარიციტინიბი განსხვავებული მექანიზმისაა, რადგან ტაბლეტია, რაც ხელსაყრელია. მას აქვს ორმაგი მოქმედება, ის არის ანტივირუსულიც და ანტიანთებითიც. აქვს ის თვისებები, რაც აქვს „რემდესივირს“ და რომელიც ექნება მონოკლონურ ანტისხეულებს, ექნება ის თვისებებიც, რომელიც აქვს ტოცილიზუმაბს. ამ ერთი მედიკამენტით ვმკურნალობთ კოვიდის ორ მექანიზმს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დაგვიანებული პაციენტებისთვის“, – განმარტავს ცერცვაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები