თენგიზ ცერცვაძე – მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს – ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, დავისვენებ, დავიძინებ

Read Time:1 Minute, 22 Second

ჩვენ ქართველები ვგავართ იტალიელებს, ლაღი ხალხი ვართ, მაინცდამაინც არ გვიყვარს წესრიგის დაცვა და რბილი ზომებით კიდევ კარგად მოვედით აქამდე. ხომ ხედავთ იტალიას რა მოსდის? იგივე დაგვემართებოდა ჩვენ, რომ არა სამთავრობო ვერტიკალი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სპეც-პროექტი COVID 19” განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ვერტიკალი, დაწყებული ექიმებით და დასრულებული მთავრობითა და პრემიერ-მინისტრით, ეპიდემიის პირველი დღიდან დღემდე ეფექტურად მუშაობს.

„მათი საპასუხო ღონისძიება იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური. საგანგებო მდგომარეობაც მაშინ გამოცხადდა, როდესაც საჭირო იყო. მყისიერი რეაქცია იყო მარნეულის შემთხვევაზე. რაც შეეხება თბილისს, მიმაჩნია რომ ესეც დროულია. საქართველოში ჯერჯერობით უჩვეულოდ კარგი მდგომარეობაა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ. ამავედროს, ჩვენთან არაა სიკვდილის არც ერთი შემთხვევა, მაშინ როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეული შემთხვევები ფიქსირდება.

ვინაიდან, ეპიდემია გავრცელების ამ ფაზაზე შევიდა, მოსალოდნელია, რომ საქართველოში მოხდეს ინფექციის მასობრივი გავრცელება, რაც ქვეყანას ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს. გაუჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, გაუჭირდება ეკონომიკას და ყველაფერს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ როგორმე შევინარჩუნოთ ეს უნიკალური მონაპოვარი, რაც გვაქვს. მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს და საქართველოს მიმართ გაკვირვებას და აღტაცებას გამოთქვამს, ეს როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ამის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ღონისძიებები, რომელიც გამოცხადდა“,-აცხადებს ცერცვაძე.

ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მონაცემები ყალბდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

“არავითარი სტატისტიკა არ ყალბდება. საქართველო არის ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა, რომელმაც მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა აიღო, რომელსაც ძალიან კომპეტენტური სამედიცინო პერსონალი ჰყავს. ის იყო მეოთხე ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ლუგარის ცენტრის წყალობით ტესტირება დაიწყო.

თითოეული შემთხვევა იმდენ ადგილზე რეგისტრირდება და იმდენი ვინმესგან კონტროლდება, მათ შორის ჟურნალისტები ყოველ საათში იღებენ ინფორმაციას, რომ ეს შეუძლებელია. არ დაიჯეროთ, თეორიულად შეუძლებელია”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

კითხვაზე, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში რას გააკეთებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი პასუხობს: „დავისვენებ, დავიძინებ” .

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ – დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა ,ჩვენთვის პატივია მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ამ გამორჩეული პოლიტიკოსის მემკვიდრეობა და ვზრუნავთ, რომ მისი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს
Next post თენგიზ ცერცვაძე – მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს – ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, დავისვენებ, დავიძინებ