თენგიზ ცერცვაძე: ისე, რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე შევამცირეთ, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია

Read Time:1 Minute, 18 Second

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ჩვენთანაც გარდაცვლილთა რიცხვი არ იყოს 9-ზე მეტი. უფრო მეტიც, არ იყოს 5,6,7-ზე მეტი. ჩვენ უდიდესი ძალისხმევით, ისე რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, შევამცირეთ გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აიღებს პასუხისმგებლობას და გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილობა 7-ზე მეტი იქნება.

„არ გვინდა ეს საქართველო? – ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ჩვენთანაც გარდაცვლილთა რიცხვი არ იყოს 9-ზე მეტი. უფრო მეტიც, არ იყოს 5,6,7-ზე მეტი. ჩვენ უდიდესი ძალისხმევით, ისე რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, შევამცირეთ გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია. მხედველობაში მაქვს დეფიციტური მედიკამენტების მოპოვება, შემოტანა ისეთების, რომელიც მსოფლიოს სულ 2-3 ქვეყანაში გამოიყენება, ბრიტანეთში, იტალიაში, გერმანიაში და სხვაგან ჯერ არც არის. ეს არის ექიმების მაქსიმალური თავგანწირვა. დღე და ღამე არ ტოვებენ კლინიკებსა და რეანიმაციებს. ამის ხარჯზე გავანახევრეთ სიკვდილობა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ რომ დღეს ვაქცინირებული ვიყოთ, მივაღწიოთ ქვეყნის 2/3-ის ვაქცინირებას და თუ ჩვენი სიკვდილობა იქნება, რაც არის ისრაელში – 6,7,8 შემთხვევაზე მეტი, მზად ვარ პასუხცი ვაგო. საერთოდ, ეს სიტყვა, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ, ჩვენთან ცოტა ფასდაკარგულია და არაფერს ნიშნავს, სიტყვას ნიშნავს მხოლოდ. მე ავიღებ პასუხისმგებლობას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილობა იქნება 6-ზე ან 7-ზე მეტი.

თითოეული დაკარგული ადამიანი არის ჩაწყვეტილი სიმი ქვეყნის ცხოვრებაში, უდიდესი გულისტკივილი ოჯახის წევრებისთვის. რამხელა გულისტკივილს გამოხატავენ ოჯახის წევრები და „ფეისბუქი“ სავსეა გულშიჩამწვდომი, რომ აგეტირება ისეთი პოსტებით ადამიანებზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
Next post იოსებ ხახალეიშვილი – „ქუთაისის თანაბარი განვითარება ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავი ქალაქების ტოპშვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა“