მარტი 29, 2024
0 0
Read Time:41 Second

ინფორმაცია, თითქოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხანდაზმულებში იმუნიტეტს ვერ უზრუნველყოფდა, სწორი არ გამოდგა, მაშინ უბრალოდ კვლევა არ იყო ჩატარებული, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტების განუცხადა.

მისი თქმით, ჯერ ისეთი ვაქცინა არ გამოსულა, რომელსაც არცერთი გვერდითი მოვლენა არ აქვს.

„რაც შეეხება გართულებების ცალკეულ შემთხვევებს, ასეთ შემთხვევებზე ინფორმაცია სულ არის. მაგალითად, „ფაიზერით“ ვაქცინაცია რომ დაიწყეს, 23 ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში და სიკვდილის შემთხვევები ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც დაფიქსირდა. „ფაიზერზეც“ აგორდა ეს უარყოფითი ტალღა, რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ შემდეგ კვლევებმა დაადგინეს, რომ ამ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა.

ქვეყნებში რომლებისგანაც არის სიგნალები, რომ იქ შეიძლება რაღაც გვერდითი მოვლენები იყოს, ვნახოთ, დადასტურდება თუ არა ეს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ისეთი ვაქცინა არ გამოსულა, რომელსაც არცერთი გვერდითი მოვლენა არ აქვს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა.

პირველ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები