თენგიზ არჩვაძე 90 წლის გახდა

Read Time:42 Second

სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატს, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობს, თენგიზ არჩვაძეს 90 წელი შეუსრულდა.

კულტურის სამინისტრო საქართველოს სახალხო არტისტს, თენგიზ არჩვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

თენგიზ არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მალევე მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში.

მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა. მან სხვადასხვა დროს შეასრულა მთავარი როლები ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „მე ვხედავ მზეს“, „დათა თუთაშხია“, „ვედრება“, „ჯვარცმული კუნძული“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ანარეკლი“, „წიგნი ფიცისა“ და მრავალი სხვა.

2017 წელს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, თენგის არჩვაძეს კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო, „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს თენგიზ არჩვაძის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე, ულოცავს იუბილეს და დღეგრძელობას უსურვებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ნიკანორ მელიამ გათქვა საიდუმლო და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებები ადვოკატების ტაქტიკაა და მეტი არაფერი
Next post მამუკა ონაშვილს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ