თემურ ჭკუასელი – „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“ ქართულ ენასთან მიმართებაში ისეთი ამბები ხდება

Read Time:43 Second

დეპუტატ თემურ ჭკუასელის შეფასებით, რაც ქართულ ენასთან მიმართებაში ხდება, სრული კატასტროფაა. ამის შესახებ ჭკუასელმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

“წარწერები ქუჩებში, საუბარი ტელევიზიაში თუ საგაზეთო ჟურნალისტიკაში – ისეთი ამბები ხდება, რომ იტყვიან, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“. ისე მახინჯდება და თვალსა და ხელს შუა ისე იცვლება სიტყვების მნიშვნელობა…მაგალითად, თბილისი გავსებულია “ელიტ ელექტრონიქსის“ რომელიღაც ტელევიზორის რეკლამით და ყველგან წერია: “მარტო შენთვის“. ამ დროს უნდა იყოს “მხოლოდ შენთვის“. არის რეკლამა და დღე და ღამე მღერიან ეთერში: “მიყვარს მარტო ზედაზენი“. მალე ალბათ ცნობილ რომანს “მხოლოდ შენ ერთს“ იმღერებენ – “მარტო შენ ერთს“. გარდა ამისა, აფთიაქში შეხვალ და წერია: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება. ერთხელ მწარედ ვკითხე: ქალბატონო, წინ მიიღება-მეთქი? არის წარწერა “კარები გააღეთ შიგნით“. შე დალოცვილო, დაწერე “შეაღე“ – ერთი სიტყვა სჭირდება ამას. არის ბევრი ისეთი წარწერა, რომელიც უცხოურიდან არის თარგმნილი და წინადადება, რომელსაც ქართულად 6 სიტყვა სჭირდება, არის 12-სიტყვიანი, რადგან თარგმნილია და თარგმნილია ცუდად“, – განაცხადა ჭკუასელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქეთევან ციხელაშვილი – საუბარი არსად ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“, საუბარია აფხაზებთან და ოსებთან არაპოლიტიზებულ ფორმატზე
Next post მცხეთის მუზეუმის მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა