თელავში გოგომ დედა ცივი იარაღით დაჭრა

Read Time:20 Second

თელავში ახალგაზრდა გოგომ დედა ცივი იარაღით მარცხენა მხარის არეში დაჭრა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, დაჭრის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. დაშავებული შუახნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოათავსა.

ექიმის თქმით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. დაჭრაში ბრალდებული გოგო პოლიციამ უკვე დააკავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 10 ფრაზა, რომელსაც მოისმენთ, თუ ღამის კლუბში დედასთან ერთად მიხვალთ
Next post მაიკ პომპეო: მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ ხალხს