თეთრი სახლი მოუწოდებს მოსკოვს, დათანხმდეს აშშ-ის არსებით შეთავაზებას, რომ კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი გათავისუფლდეს

Read Time:53 Second

თეთრი სახლი მოუწოდებს მოსკოვს, დათანხმდეს აშშ-ის არსებით შეთავაზებას, რომ რუსეთის ციხეში მყოფი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი გათავისუფლდეს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, აშშ-ის შეთავაზება ასევე ეხება აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანსაც.

„როგორც იცით, ჩვენ გავაკეთეთ არსებითი შეთავაზება, რომ ბრიტნი გრაინერი და პოლ უილანი სამშობლოში დავაბრუნოთ. მოვუწოდებთ რუსეთს, დათანხმდეს ამ შეთავაზებას. ვიცით, რომ ყველა გამოთქვამს ვარაუდებს, რა შეთავაზებაა ეს, მაგრამ ეს სერიოზული წინადადებაა. მოვუწოდებ რუსეთს, დათანხმდეს ამ წინადადებას. მათ ეს ერთი კვირის წინ უნდა გაეკეთებინათ, როდესაც ჩვენ პირველად გავაცანით ეს წინადადება“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

ამერიკელი სპორტსმენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს, როდესაც მის ბარგში კანაფის ზეთი აღმოაჩინეს. რუსეთში კანაფი აკრძალულია როგორც სამედიცინო, ისე რეკრეაციული მიზნებით.

რაც შეეხება პოლ უილანს, ყოფილი საზღვაო ქვეითი რუსეთში 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 2020 წლის ივნისში მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ რუსეთს სთავაზობს, გრაინერი და უილანი აშშ-ში ციხეში მყოფ იარაღით ვაჭრობაში ბრალდებულ ვიქტორ ბუტში გაცვალონ. რუსეთი კი დამატებით მოითხოვს ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას, რაზეც აშშ-მა უარი განაცხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ხელაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: დასავლეთში გვეკითხებიან, „რატომ არის საქართველოში პოლარიზება?“ მათ ვუბრუნებთ – პოლარიზება სწორედ იმის გამოა, რომ რადიკალები იკვებებიან თქვენთან ურთიერთობით, რითაც მათ თავის თავში ექმნებათ ლეგიტიმაცია
Next post ალექსანდრე რაქვიაშვილი: სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეულწილად მისცემდა შესაძლებლობას, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრობლემებზე გადაერთოს