მარტი 29, 2024
0 0
Read Time:43 Second

„ეს ახალი განცხადება, სიმართლე უნდა ვთქვა, ჯერ არ მინახავს. თუ ტრადიცია დაცულია, განცხადება არის მოცულობითი, არგუმენტებით და ფაქტებით სავსე, რასაკვირველია, მირჩევნია, ვიდრე კომენტარს გავაკეთებ, ამ განცხადებას გავეცნო. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დღეს გვყავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელიც ხელიხელჩაკიდებული ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო საბოოლოოდ, მტკივნეული პროცესის შედეგად, მაგრამ საბოლოოდ დამკვიდრდეს მსოფლიო სცენაზე, როგორც ძლიერი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა და სახელმწიფო, რომელსაც ვერავინ ვერ უკარნახებს, რა ჯობს ქართველი ხალხისთვის. ქართველ ხალხს თუ არ მოეწონება მთავრობა და ხელისუფლება, 2024 წელს იქნება არჩევნები, შემდეგ კიდევ იქნება ოთხ წელიწადში და არავინ სხვა, გარდა ქართველი ხალხისა, მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში. ამიტომ, ჩვენ ვრჩებით ხელისუფლებაში, ვიდრე არ იქნება არჩევნები და ვიდრე ვართ ხელისუფლებაში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ვილტვით მშვიდობისაკენ, განვითარებისკენ, სტაბილურობისაკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ, რომელიც ხელისუფლების,  ბიზნესის და თითოეული მშრომელი ადამიანის ძალისხმევით არის სახეზე. იმედი მაქვს ეს ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები