თეა წულუკიანი სააკაშვილზე: თუ ადამიანი ასეთი მოწოდებულია, თავი შესწიროს იდეალებს, მას წესით არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ კიევში დაბრუნდეს

Read Time:53 Second

სააკაშვილის ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება, პოლიტიკურად კი მე გაკვირვებული ვარ იმიტომ, რომ თუ ადამიანი ასეთი მოწოდებულია, თავი შესწიროს იდეალებს, მას წესით არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ კიევში დაბრუნდეს. ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე სუბარი ვერ იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. ექსტრადიცია უკრაინაში, აქედან იქით, ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. მე არ მგონია, არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი უკრაინაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი იყოს. საუბარი სააკაშვილის ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი. თუ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი გადავცეთ იმისთვის, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი მოიხადოს უკრაინაში, ამის არავითარი სურვილი არ გაგვაჩნია. არ არსებობს ამის არავითარი მიზანშეწონილობა. ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს მეირ მისჯილი სასჯელები, ზოგიერთში კი ბრალდებულია და ან გამართლდება ან გამტყუნდება, ყველა ეს ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ანუ ქართულ ციხეში. გადაცემა, ანუ მსჯავრდებული პირის ტრანსფერი, თეორიულად თუ ვინმეს სურს, ჩვენი მიზანი ეს არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარი უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი
Next post ირაკლი კობახიძე: ვიდრე ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობა“ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს განვითარების შესაძლებლობა არ მიეცემათ