თეა წულუკიანი: როგორც ვატიკანში ამბობენ, სასულიერო სამყაროში ყველაზე დიდი დიპლომატის ილია მეორის ნატვრის აღსრულების დღე დგება და წილად გვხვდა პატივი, ვყოფილიყავით მისი სურვილის აღმსრულებლები

Read Time:1 Minute, 11 Second

დღევანდელი დღე სწორედ ილია მეორეს ეძღვნება და მინდა, მას აქედან მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ როგორც ვატიკანში ამბობენ, სასულიერო სამყაროში ყველაზე დიდი დიპლომატის ილია მეორის ნატვრის აღსრულების დღე დგება და წილად გვხვდა პატივი, ჩვენ ვყოფილიყავით მისი ამ სურვილის აღმსრულებლები, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის სიქსტის კაპელაში გასამართ კონცერტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი სამუშაო გასწია აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საქართველოს ელჩმა და საქართველოში ვატიკანის ელჩმა, რომ ეს დღე დამდგარიყო. კულტურის მინისტრმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა. კერძოდ, მისივე თქმით, კიდევ უფრო მეტი ემოცია გვიპყრობს, რომ ვიცით, ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნის, ქართული კულტურის ისტორიაში. წულუკიანმა აღნიშნა, რომ საამისოდ კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე კი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.

„როგორც ვატიკანის პრესა წერს ამ დღეებში, როდესაც 1980 წელს ილია მეორე ესტუმრა ვატიკანსა და რომის მაშინდელ პაპს, სწორედ მაშინ დაიგეგმა, რომ ეს ურთიერთობა არ ყოფილიყო მხოლოდ ერთი შეხვედრის თემა და კულტურული ურთიერთობები გაგრძელებულიყო. როგორც ამბობენ, მას შემდეგ არაერთი მცდელობა იყო და 2019 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ მოიწვია ილია მეორე თავისთან, ვატიკანში და უთხრა, რომ 1980 წელს თქვენი ვიზიტის შემდეგ 40 წელი გადის და მოდით, ეს იუბილე ერთად აღვნიშნოთო. ამ დროს დაემთხვა პანდემია და მოვედით დღემდე. ამიტომაც, დღეს ჩვენ ილია მეორის ვატიკანში ვიზიტის 40 წლისთავს აღვნიშნავთ და იმასაც, რომ პატრიარქის სურვილი სწორედ მის მიერ დაფუძნებულ სამების საკათედრო საპატრიარქო გუნდს ემღერა ვატიკანში. ამის აღსრულება ხდება და ძალიან ვწუხვართ, რომ თავად პატრიარქმა ჩვენთან ერთად ყოფნა ვერ შეძლო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საცხოვრებელი ფართები ამჯერად ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს დაუკანონდა
Next post ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ ტურისტს ეძებენ. ვიდეო