თეა წულუკიანი – ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევ სააკაშვილს, სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს

Read Time:51 Second

ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს გადაწყვეტილებები. სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ხშირად სიცრუეს სიმართლედ ასაღებენ.

„ჩვენ ხშირად ვხედავთ და ასევე გვესმის, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და მსოფლიოში უფრო ფართო პრობლემა არის ის, რომ ხანდახან შავზე თეთრს ამბობენ. სიმართლის მტკიცება გახდა ძალიან რთული. სამწუხაროდ, ხშირად ტყუილი პრივალირებს ჭეშმარიტებაზე, პრიორიტეტი ენიჭება სიცრუეს, ნაცვლად სიმართლისა. როგორც ჩანს, ეს არის იმ ეპოქის მახასიათებელი, რომელშიც ჩვენ, ყველა ერთად ვცხოვრობთ. ჩემი აზრით, ამის გამოძახილი უნდა იყოს სწორედ ის, რომ კრიმინალს, სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს და გამოაქვს გადაწყვეტილებები, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ სააკაშვილის დროს მისი ხელშეწყობით, მონაწილეობით, ხშირად მისი გადაწყვეტილებების საფუძველზე სისტემური დანაშაულები ხდებოდა, ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს იმისთვის, რისი საწინააღმდეგო ქმედებითაც იყო ცნობილი ჩვენს ერსა და ხალხში. არც ვიცით ხოლმე, რა უნდა ვთქვათ, როდესაც სიცრუეს ასაღებენ სიმართლედ და კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ არ დაგვეწყო, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა ექვსი მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან
Next post ექიმი: ერთი კვირა სააკაშვილთან, სადილზე სუში მოაქვს, მეგონა თევზის სუშია და გამიხარდა, თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა