აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:56 Second

ნიკანორ მელიას დაკავების ღონისძიება ეს იყო ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა, რომელიც პოლიციამ შესანიშნავი პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ეს იყო ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად, თუკი ავიღებთ ერთ პოლიტიკოსს, პიროვნებას, ნიკანორ მელიას, მას ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოუტანს. როდესაც მინისტრად დავინიშნე, ის მუშაობდა როგორც ადეიშვილის კადრი იუსტიციის სამინისტროში და მეტ-ნაკლებად გვქონდა ერთმანეთის გაცნობის საშუალება. მან ალბათ იცის, რომ მე ტყუილთან არ ვმეგობრობ და მთელი გულწრფელობით ვამბობ, რომ ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა. დასანანია, რომ მას გარემოცვაში არავინ აღმოაჩნდა, ვინც სწორ რჩევას მისცემდა, იმიტომ რომ რეალურად, პოლიტიკურ გარემოცვას, სამწუხაროდ აწყობს ნიკა მელია ციხეში, როგორც ინსტრუმენტი და ეს, რა თქმა უნდა, ადამიანურად ჩემთვის დასანანია“, – განაცხდა თეა წულუკიანმა.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30 000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები