აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:50 Second

„არ დაგავიწყდეთ, ეს ის ძალაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზარელი მარცხის პირობებშიც კი, აგვისტოს ომში, გამარჯვებას ზეიმობდა და ხალხს აფიქრებინებდა, რომ თითქოს, ქვეყანას საზეიმოდ ჰქონდა საქმე“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, გასაგებია იმ პარტიების სიხარული, რომელთაც საკუთარი შედეგების მაქსიმუმს მიაღწიეს.

„მესმის ოპოზიციის, რომელიც დღეს გახარებულია, რადგან მათ მიაღწიეს იმ მაქსიმუმის მაქსიმუმს, რისი მიღწევაც მათ შეეძლოთ და რეალურად, თავის გამხნევებითაც არიან დაკავებულნი. მათ დაანონსებული ჰქონდათ, რომ დღეს, ორშაბათს დილით უკვე იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ჩვენ შეგვცვლიდნენ, არადა ყველამ ვნახეთ, რომ ღარიბაშვილმა იმავე კაბინეტით ჩაატარა მთავრობის სხდომა და მათთვის სამწუხაროდ, ჩვენ ისევ ვართ ხელისუფლებაში. ასევე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ისინი მეორე ტურისთვის ემზადებიან და სურვილიც კი აქვთ დაკარგული, რაიმე ტიპის ბოიკოტზე, არამც თუ საპროტესტო აქციაზე ისაუბრონ. შესაბამისად, ეს უფრო თავის გამხნევებას ჰგავს ან იმ სიხარულს, რომელიც გამოწვეულია ყველაზე დიდი მაქსიმუმის მიღწევით, ან კიდევ უპასუხისმგებლო ქმედებასთან ასოცირდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აქვს საზეიმო, მაგრამ მათ აგვისტოს ომი იზეიმეს და ახლა რომ მარცხს ზეიმობენ, ეს გასაგებია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები