მარტი 29, 2024
0 0
Read Time:27 Second

„ძალიან ენაწყლიანი ყოფილა და ეს კარგია, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, თუ რა დაუშავა ბატონმა ქარდავამ ქართველ ხალხს, მოქალაქეებსა და პატიმრებს. ეს ყველაფერი ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოში ექსტრადირებული მეგის ქარდავას მიერ ციხიდან გავრცელებული წერილის საპასუხოდ.

მისივე თქმით, ასევე, არსებობს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც, ის უკვე მსჯავრდებულია.

„ის წარდგენილია მართლმსაჯულების წინაშე, მართალია ხანგრძლივი საექსტრადიციო პროცედურების შედეგად. მაინც კარგია, რომ გვიან, მაგრამ სამართალმა იზეიმა და ახლა მას უკვე შეუძლია, რომ პასუხი გასცეს როგორც დაზარალებულების ოჯახებს, ასევე პროკურატურას და უფრო ფართოდ კი, ქართულ კანონს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები