თეა წულუკიანი: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ძალიან ბევრი რამ გვაქვს მისაღწევი

Read Time:40 Second

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ძალიან ბევრი რამ არის მისაღწევი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს, პარტიის მაშინდელ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და გუნდის ყველა იმ წევრს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო კონსულტაციების შედეგად. ჩვენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ან თუ გნებავთ, სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის, ან თუ გნებავთ, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სფეროებში ძალიან ბევრი რამ გვაქვს მისაღწევი, არაერთი გამოწვევაა.

კონკრეტული ხედვაც, რომელ სფეროში რა არის სამომავლოდ გასაკეთებელი, მაქვს და პირველი შესაძლებლობისთანავე დარგის წარმომადგენლებს, ვისაც ჯერ არ შევხვედრივარ, შეხვედრაზე გავაცნობ და საჯაროც გახდება. მე ვხდებოდი კულტურის წარმომადგენლებს, ვინაიდან ეს ჩემი კომიტეტის დარგობრივი მიმართულება გახლდათ, მაგრამ ორშაბათიდან, როდესაც მე შევუდგები საქმიანობას, ჩემი ინტერესის სფერო ვეღარ იქნება მხოლოდ კულტურა, როგორც ეს აქამდე იყო და სპორტისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლებთანაც მექნება შეხვედრები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა კულუმბეგოვი ექთნის გარდაცვალებაზე: ერთი შეხედვით, ყველაფერი გაკეთდა და თითქოს, მას არაფერი დააკლდა – საბოლოო შეფასება კომისიამ უნდა დადოს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მეგი ბაქრაძის გარდაცვალება არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ყველამ განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა