თეა წულუკიანი: თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე, სწორედ გახარიაა – მან, არაერთ ქალაქში, საკუთარ პარტიაზე წარმატებით იძია შური

Read Time:49 Second

„თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე, სწორედ გახარიაა. მან არაერთ ქალაქში, პირველ რიგში, ზუგდიდში, ასევე, სხვაგან, საკუთარ პარტიაზე წარმატებით იძია შური. მან დაამტკიცა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით – ის პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წასართმევად და ჩვენთვის ზიანის მოსაყენებლად გამოვიდა“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ გიორგი გახარიას ამომრჩეველი გააცნობიერებს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა პარტიის ლიდერის გადაწყვეტილება.

„ადამიანურად, მისი ქმედება დასანანია. ვფიქრობ, რომ ყველა მის ამომრჩეველს, რომელთა უმრავლესობაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, ვუთხრა, რომ იმედი მაქვს, ამ შედეგმა თქვენ თვალი აგიხილათ. იმედი მაქვს, ნახეთ, რომ მან ბოლომდე იასპარეზა „ქართულ ოცნებაზე“ შურის საძიებლად. რა მიზეზით ჰქონდა შურისძიების მიზანი, ეს მან თავადვე უნდა აუხსნას ამომრჩეველს. საინტერესოა, ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს გახარია საკუთარ ამომრჩეველს მეორე ტურში. ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“. იმედი მაქვს, რომ მისი ამომრჩეველი ბრძენი ამომრჩეველია, იქ არიან პატივსაცემი ადამიანები, ჩვენი ყოფილი ამომრჩევლები, ვინც დაუბრუნდებიან საკუთარი პარტიის მხარდაჭერას, რადგან ჩვენ ყველაფერს გულწრფელად ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს განვითარების შესაძლებლობა. დამერწმუნეთ, ეს არ არის მარტივი საქმე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აქვს საზეიმო, მაგრამ მათ აგვისტოს ომი იზეიმეს და ახლა რომ მარცხს ზეიმობენ, ეს გასაგებია
Next post შარლ მიშელი: ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყურადღება სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს დაუბრუნდეს