თეა წულუკიანი: ეკა გიგაური და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა ისე, რომ ის ამას არ აღიარებს

Read Time:23 Second

თეა წულუკიანი ეკა გიგაურის განცხადებას პოლიტიკურ დემაგოგიად აფასებს. საქართველოს ვიცე-პრემიერის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა, თუმცა ამას არ აღიარებს.

„ეს არის ჩვეულებრივი დემაგოგია. ვფიქრობ, დემაგოგია არის შესაფერისი ტერმინი ამ შემთხვევაში, ვინაიდან ქალბატონი ეკა და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა ისე, რომ ის ამას არ აღიარებს. შესაბამისად, პოლიტიკურ დემაგოგიასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა წულუკიანმა.

გიგაურის განცხადებით, მმართველი პარტია ცდილობს „ხალხი იყოს ღარიბი, რადგან როცა ადამიანები ღარიბები არიან, არჩევნების დროს მათი მანიპულაცია ძალიან მარტივია“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანა კაკაბაძე-„თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, ჭირსაც წაუღია ასეთი სამშობლოო“
Next post ირაკლი კობახიძე: მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა. ამის ერთ-ერთი მიზანია ის, რომ რადიკალური ოპოზიცია დასუსტებულია