მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 21 Second

ასეთი სერგი კაპანაძეები დღეს უკვე უსირცხვილოდ და შეფარვის გარეშე დააჯდნენ რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც არასდროს ჩაუდენია, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკას“ სერგი კაპანაძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას უთხრა.

წულუკიანმა მისი იუსტიციის მინისტრობის 8-წლიანი პერიოდი გაიხსენა, თუ როგორ გაუჭირდათ მათ საჭირო მტკიცებულებების შეგროვება სტრასბურგში სასამართლო პროცესის მოსაგებად. მინისტრმა ასევე გაიხსენა 2008 წლის ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებები ქართული ჯარის საწინააღმდეგოდ, კასეტური ბომბების გამოყნებასთან დაკავშირებით.

„რუსეთის ნარატივი ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის იყო ის, თითქოს ჩვენმა ჯარმა კასეტური ბომბები და სხვა იარაღი გამოიყენა იმისთვის, რომ ცხინვალი დაებომბა. ჩვენ ეს ნარატივი, არსებული გეგმა რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის სასამართლოში მთლიანად ჩავუშალეთ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა სწორედ სერგი კაპანაძეების, ბათუ ქუთელიებისა და სხვების უპასუხისმგებლო განცხადებებსა და ტყუილს ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, ბატონის სერგი კაპანაძე, ბატონი ბოკერია და სხვები გამოდიოდნენ და არც კი რცხვენოდათ, ისე აცხადებდნენ, თითქოს, იუსტიციის სამინისტრო ჩვენი ხელმძღვანელობით ქართულ ჯარს სათანადოდ არ იცავდა. სინამდვილეში მტკიცებულებებიც კი არ შეაგროვეს იმისთვის, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ თავის დაცვა შეგვძლებოდა. ისკანდერიც კი გაიტანეს ქვეყნიდან 2008 წლის აგვისტოში, რომელიც ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდებოდა შემდეგ წლებში რუსეთის წინააღმდეგ. ასეთი სერგი კაპანაძეები დღეს უკვე უსირცხვილოდ და შეფარვის გარეშე დააჯდნენ რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც არასდროს ჩაუდენია. იმას, რომ ჩვენ რუსების წინაშე მართლები ვართ, ამტკიცებს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი. ის საბოლოოა და აღარ საჩივრდება.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის სერგი კაპანაძეა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, თეა ბურჯალიანთან ერთად ჰააგის ერთ-ერთ საერთაშორისო სასამართლოში, მათივე სიტყვებით, „ჩააფლავა დავა“ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სამარცხვინო სამართლებრივი საფუძვლით, როდესაც ჰააგის სასამართლომ მათ უსაყვედურა, სანამ რუსეთს უჩივლებდით, გასაჩივრების გზები უნდა ამოგეწურათო“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები