აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 8 Second

“პარალელურად, კლუბები, საკონცერტო დარბაზები და რესტორნები ფორუმის დღეებში ერთვებიან. აღნიშნული ღონისძიება ჩვენს დედაქალაქში 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. გვინდა, რომ საუკეთესო ქვეყნების მაგალითები გადმოვიტანოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, – თქვა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ თბილისში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, ქართველი მსმენელის წინაშე 150-მდე მუსიკოსი წარსდგება. კალაძემ განმარტა, რომ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ქართველი მუსიკოსები 10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და დედაენის ბაღში დაუკრავენ.

„ქუჩის მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, მუსიკოსები თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, 15:00-დან 22:00 საათამდე, ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელთაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება უნდა მივცეთ. ამ მიმართულებით, თბილისის მერიის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიამ სექტემბერში ღამის ეკონომიკის კვლევისთვის ტენდერი გამოაცხადა. 

7 მარტს, კახა კალაძემ ღამის თბილისის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარაჯალაძე წარადგინა.

გვარჯალაძემ ივნისში ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისის მერია გეგმავს, ქალაქის მასშტაბით, მოძრავი კვების ობიექტების Food trucks-ის საპილოტე ინიციატივა აამუშაოს. გვარძალაძემ სამომავლო გეგმების ფარგლებში, თბილისის უბნებისტრანსპორტის განვითარებასა და ქუჩის მუსიკოსების შესახებ ილაპარაკა.

კალაძის განცხადებით, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ახალ სტარტაპებს წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს გაზრდის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები