აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:52 Second

თბილისში ღამის ავტობუსმა შესაძლოა ლისის ტბის და ვაკის მიმართულებით იაროს. როგორც “ღამის ეკონომიკის” პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე ამბობს, ახლა ღამის ავტობუსით 30-40 მგზავრი სარგებლობს, თუმცა, მერიას კონკრეტული მონაცემები დეკემბრის ბოლოს ექნება. მის კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“გვინდა, ზაფხულში უკვე სხვა მიმართულებებზე გავუშვათ ავტობუსი, მაგალითად, ვაკის მიმართულებაზე, რადგან ამ მიმართულებით არაფერი მოძრაობს ღამის განმავლობაში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კუს ტბაზე რამდენიმე დაწესებულებაა. ასევე, საინტერესოა ლისის მიმართულება, ამიტომ ეს შეიძლება იყოს ცალკე ხაზი. ძვირი სიამოვნება იქნება, უბრალოდ ავტობუსი რომ გავუშვათ დაკვირვების გარეშე, ამიტომ გვინდა, სარგებლიანი იყოს ქალაქისთვის და ფული არ დაიფანტოს.

222 ნომერი რეგულარულად მოძრაობს პარასკევს და შაბათს, რადგან ამ დღეებში ყველაზე მეტი დატვირთვაა. რასაც ვუყურებთ ძირითადად, ერთი და იგივე ადამიანები დაჰყვებიან, რომლებიც ღამის განმავლობაში მუშაობენ, დაახლოებით, 30-40 ადამიანი. ვფიქრობთ, მეტი კომუნიკაცია გვჭირდება ტურისტებთან, რომ მათაც გაიგონ ამ ავტობუსის არსებობის შესახებ. ამ ეტაპზე ეს კომუნიკაცია არ გვაქვს, რასაც ზაფხულის პერიოდში მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა გვარჯალაძემ.

თბილისში ღამის ავტობუსი 22 სექტემბერს გვიან ღამით ამუშავდა. ის ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე მუშაობს. ღამის ავტობუსების მოძრაობის სქემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

imedinews.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები