მარტი 29, 2024
0 0
Read Time:27 Second

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, თბილისში სამრეწველო ზონაში მინის საწრთობი საწარმო აშენდება.

ბიზნესის ხელშესაწყობად შპს „გლას სერვისს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 3 507 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და წელიწადში 130 000 კვ.მ. ნაწრთობი მინის წარმოებას შეძლებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 180 000 ლარია.

საწარმო თბილისში, იპოლიტ-ივანოვის ქუჩა N12-ში მდებარე სამრეწველო ზონაში აშენდება.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 422 პროექტი რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. ამ პროექტებით სულ შეიქმნება 16,100- მდე ახალი სამუშაო ადგილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები