თბილისში ვახშმობა „ცაში“ იქნება შესაძლებელი

Read Time:24 Second

მსოფლიოს ათობით ქვეყნის შემდეგ „ცაში“ ვახშმობა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. 70 ქვეყნის დიდ ქალაქში გახსნილი კვების ობიექტი 15 მაისს თბილისში გაიხსნება. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ირკვევა, რომ „ცაში“, 50 მეტრის სიმაღლეზე ვახშმობას ერთდროულად 22 სტუმარი შეძლებს. მენიუს ფასი ერთ ადამიანზე 199-დან 345 ლარამდე იქნება.

კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ თბილისის გარდა სერვისი მალე ბათუმშიც ამოქმედდება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ „ცაში“ ვახშმობა უსაფრთხოა. ღია სივრცის მიუხედავად იქ მოწევა აკრძალული იქნება. შეუძლებელია საპირფარეშოთი სარგებლობა.

„ვახშამი ცაში“ – კონცეფციის პირველი რესტორანი 2006 წელს ბელგიაში გაიხსნა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს მუხრან მაჭავარიანს 90 წელი შეუსრულდებოდა
Next post ილია მეორე – ბედნიერი ვართ იმით, რომ როცა საშიშროება ელოდება ჩვენს ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება