მარტი 28, 2024
0 0
Read Time:30 Second

თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ძმები ვახო და ჯონი ყაზიშვილები სოფელ ბერბუკში დაკრძალეს. ძმები ყაზიშვილები გორის რაიონის სოფელი ზემო არცევიდან დევნილები იყვნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მშობლიურ სახლში მხოლოდ მამა დარჩა საცხოვრებლად. ისინი ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდნენ და დედაქალაქში, მშენებარე ობიექტზე მუშაობდნენ.
გორის სათემო რადიოს ინფორმაციით გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს. წყაროს თქმით, სახლში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ყველა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

“სავარაუდოდ, იმ დროს შევიდნენ სახლში, როდესაც ყველა სასაფლაოზე იყო. ოჯახის წევრების ჩანთები გახსნეს და ფული მოიპარეს”, – განუცხადეს რადიო “მოზაიკას”.

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მათ რამდენიმე მეზობელი გამოჰკითხეს.

გორის პოლიციას დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯერ არ გამოუვლენია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები