თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა

Read Time:1 Minute, 0 Second

თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე N101-ე საბავშვო ბაღი დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერის თქმით, 2018 წლიდან დღემდე თბილისში 15-ზე მეტი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა.

„2018 წლიდან დღემდე თბილისში 15-ზე მეტი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა, კიდევ 5 ბაღი მშენებარეა. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ბაღებთან დაკავშირებით გვაქვს, მაქსიმალურად შენარჩუნებული იყოს. ახალი ბაღი ყოველმხრივ კეთილმოწყობილია, მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ეზოში განთავსებულია ატრაქციონები. ბაღი 300 ბავშვზეა გათვლილი. დღეს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სრული დატვირთვით არ მუშაობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მომდევნო დღეების და თვეების განმავლობაში სრულად დაიტვირთება და მოემსახურება პატარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ათჯგუფიანია. შენობა აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ საჭირო ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტს – ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დაცულია სახანძრო უსაფრთხოება და უზრუნველყოფილია ვიდეოკონტროლი.

ბაღს აქვს გამწვანებული ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით.
აღსაზრდელები N101 საბავშვო ბაღში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ COVID -19-ის გავრცელების პრევენციისთვის განსაზღვრული რეგულაციების სრული დაცვით მიიღეს. სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.

ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი მერთან ერთად გლდანის რაიონის გამგებელმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებმაც დაათვალიერეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
Next post შვედეთში ქალმა კოვიდინფიცირებული ბავშვი გააჩინა