თბილისის მერს გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე „ვეფხისტყაოსნის ტყის“ გაშენებას სთავაზობენ

Read Time:42 Second

პროექტ “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში მოქალაქე თბილისის მერს გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე, რომელიც ახლა დაკონსერვებულია, ტყის გაშენებას სთავაზობს, რომელსაც “ვეფხისტყაოსნის ტყე” დაერქმევა.

როგორც ავტორი იდეის აღწერაში წერს, ერთის მხრივ ეს სამართლიანი იქნება გლდანელებისთვის, მეორეს მხრივ კი ქალაქისთვის ქარსაცავი ზოლი და ბუნებრივი ფილტვები იქნებოდა. “რაკი არ გვაქვს “ვეფხისტყაოსნის” მუზეუმი ან რაიმე მონუმენტური ძეგლი, “ვეფხისტყაოსნის” ტყის დაარსება შეიძლება კარგი სტარტი აღმოჩნდეს მსგავსი იდეების განხორციელებისთის”, -წერს ავტორი.

მისი თქმით, პროექტს რამდენიმე დადებითი მხარე ექნება, მათ შორის: ქალაქისთვის სუფთა ჰაერი; “ვეფხისტყაოსნის” პოპულარიზაცია; ტურისტული ადგილის შექმნა; მიმდებარე სივრცის ათვისება და ქალაქის ამ ნაწილის შემდგომში ურბანული განვითარება; განაშენიანება მოხდებოდა მოსახლეობის მიერ, რაც მოქალაქეებში “საკუთრების” განცდას შექმნის.

იდეის ავტორი აღწერასთან ერთად მერიას ვიდეოსაც სთავაზობს, რომელშიც მსგავსი პროექტის წარმატებული მაგალითებია მოყვანილი.

იდეისთვის ხმის მიცემა 2019 წლის 18 მარტამდეა შესაძლებელი.

პროექტ “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში ერთ-ერთი იდეა უკვე განხორციელდა. კერძოდ, დეკემბერში თბილისის რამდენიმე ადგილზე მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები დაიდგა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიდ დიღომში აფეთქებისას გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ
Next post ილია მეორემ ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა