თბილისის მერია სწავლის საფასურს კიდევ 2 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტს დაუფინანსებს

Read Time:34 Second

სტუდენტებს, რომელთა ოჯახებს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 ათასი და ნაკლები ქულა აქვთ, მერია სწავლის საფასურს დაუფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახ კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილების განხორციელებამდე ფინანსდებოდნენ ის სტუდენტები, რომელთაც სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში 70 ათასზე ნაკლები იყო.

ჩვენ ვეხმარებით სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს, ჩვენი ინიციატივით, პროგრამის დაფინანსება გაიზარდა თბილისში რეგისტრირებული იმ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, რომელთა ოჯახებს ერთიან ბაზაში 150 ათასი და ნაკლები ქულა აქვთ. ამ ცვლილების განხორციელებამდე ფინანსდებოდნენ ის სტუდენტები, რომელთაც სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში 70 ათასზე ნაკლები იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შესაბამისად, გაზაფხულის სემესტრის დასაფინანსებლად სტუდენტებმა მერიას 31 მაისის ჩათვლით უნდა მიმართოს. პროგრამის ფარგლებში სწავლის საფასური 2000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდებათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვიოლა ფონ კრამონი: მიხეილ სააკაშვილს აქვს არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა
Next post მიხეილ ყაველაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: რაც კი საზიზღრობა არსებობს, ყველაფერი იკადრა ამ ხალხმა და დააგვირგვინეს ციხის კადრებით