მარტი 29, 2024
0 0
Read Time:30 Second

დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად. ერთ ლარად გადასცემს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პირველ რიგში, ბინებით დაკმაყოფილდებიან დაბალი სოციალური ქულების მქონე ოჯახები.

„იცით ჩვენი დამოკიდებულება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებთან დაკავშირებით. გაცხადებული გვაქვს და უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მთავრობის სხდომაზე დღეს განვიხილავთ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული კიდევ 17 ოჯახისთვის ბინების სიმბოლურ თანხად, ერთ ლარად გადაცემის საკითხს. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარეობს ეს საცხოვრებელი კორპუსი. შერჩევა ხდება სოციალურად დაუცველობის სტატუსის მიხედვით, ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და ყველაზე მეტად უჭირს“, – განაცხადა კახა კალაძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები