მარტი 29, 2024
0 0
Read Time:44 Second

თბილისის მერიამ საპატიო თბილისელები წელსაც დააჯილდოვა. წოდება კიდევ 13 ადამიანს მიენიჭა:

რისმაგ გორდეზიანი – მეცნიერი, ფილოლოგი;

აკაკი ნადარეიშვილი – ექიმი, პროფესორი;

ირაკლი ფავლენიშვილი – ექიმი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი;

რამაზ ყურაშვილი – ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი;

დავით კვაჭაძე – ფოტოგრაფი და მოკრივე;

ლილი კინწურაშვილი – ქალაქ თბილისის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავრი სპეციალისტი;

ელგუჯა ბურდული – მსახიობი;

პაატა კერვალიშვილი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;

ინგა ჯიბუტი – საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი;

ბადრი ქუთათელაძე – მწერალი, პოეტი, მკვლევარი, მწერალთა კავშირის წევრი;

გრიშა ჩიგოგიძე – პიონერფილმის ხელმძღვანელი;

დავით მუსხელიშვილი – ისტორიკოსი;

გივი ღამბაშიძე – ზეინკალი.

წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის, უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე.

პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში სადღესასწაულო ღონისძიებები წელსაც არ იმართება. თბილისის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ონლაინ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში 2021 წლის „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენის ჩვენება, რომელიც 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები