თბილისის ანძის რეაბილიტაციის შედეგად 70 მეტრის სიმაღლეზე გადმოსახედები და კვების ობიექტი განთავსდება. ფოტო

Read Time:51 Second

თბილისის ტელეანძის რეაბილიტაციის კონცეფციის შექმნის ტენდერში ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიამ უკვე წარმოადგინა გეგმარება, რომელიც დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე გადმოსახედებისა და კვების ობიექტის განთავსებას ითვალისწინებს.

„როგორც გახსოვთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი თბილისის ტელეანძის რეაბილიტაციაზე. ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი კონცეფციის შექმნაზე, რომელშიც ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა. მას ასეთი ტიპის ობიექტებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. გეგმარება უკვე ჩავიბარეთ, საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესო პროექტი გამოდის. დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედები, კვების ობიექტი. ვფიქრობ, რომ თბილისისთვის სატელევიზიო ანძის კარგად გამოყენება კიდევ ერთ მიზიდულობის ცენტრს შექმნის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის. გვინდა, გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტთან დაკავშირებით, რათა ბიზნეს-სექტორი დავაინტერესოთ ამ პროექტით. დაახლოებითი გათვლებით, პროექტის განხორციელება 10-15 მილიონი ლარი დაჯდება. ესტონური კომპანიის მიერ წარმოდგენილი ვიზუალი შეთანხმებულია ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან, მიღებულია რეკომენდაციები და შესატანი იქნება მცირე ცვლილებები. მინდა დავავალო ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, ამ საკითხზე მჭიდრო კომუნიკაცია დაამყაროს ბიზნეს-სექტორთან, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია იყოს ჩართული ამ ინტერესთა გამოხატვაში“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პლაკატების განთავსებას წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში შეძლებენ
Next post პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა