მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 30 Second

იერუსალიმში, ვაშინგთონის ქუჩაზე საზეიმოდ გაიხსნა ჩეხეთის რესპუბლიკის
ახალი საელჩოს ოფისი. ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ ჩეხეთის
პრემიერმინისტრი ანდრეი ბაბიში, აგრეთვე ისრაელის საგარეო საქმეთა, შინაგანი
უსაფრთხოების მინისტრები გაბი აშკენაზი, ამირ ოხანა, და ორივე ქეყნის ელჩები.
ისერუსალიმში საელჩოს ფილიალი, ოფიციალურად 1 მარტს დამტკიცდა. ჩეხეთის
საგარეო სამინისტროს ცნობით კანცელარია მუშაობას მარტის დასასრულისათვის,
ან აპრილის დასაწყისში შეუდგება.
ანდრეი ბაბიშმა მოკლე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის
პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა იერუსალიმში საელჩო „ჩეხური სახლი“ დაახლოებით
ორი წლის წინ გახსნა. „პრეზიდენტმა აღნიშნა რომ ამას შემდეგი ნაბიჯები მოყვება
და ჩვენ ვასრულებთ საკუთარ დანაპირებს“ – დასძინა ჩეხეთის პრემიერმინისტრმა.
ჩეხეთის საელჩოს ფილიალი იერუსალიმში რიგით მეხუთე დიპლომატიური
წარმომადგენლობაა, აშშ-ის, გვავტემალის საელჩოებისა და უნგრეთისა და
ავსტრალიის დიპლომატიური მისიების იერუსალიმში გადატანის შემდეგ.
ამავე დღეს ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი
ბაბიშმა და უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა უმაღლეს დონეზე შეხვედრა
გამართეს, რომელიც ვაქცინის გამოკვლევის, შექმნისა და წარმოების თემასთან
დაკავშირებულ თანამშრომლობას შეეხებოდა.

„მეტად სასიამოვნოა მივესალმო ორ ახლო მეგობარს, ვიქტორ ორბანსა და ანდრეი
ბაბიშს. ჩვენ ვაფასებთ ფაქტს რომ ამ ორმა ქვეყანამ იერუსალიმში გახსნა საკუთარი
დიპლომატიური მისია. ისინი გვეხმარებიან ჩვენ საერთაშორისო არენაზე. განვიხილეთ
რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათშორის მწვანე პასპორტების საკითხი, რომლის
გამოყენების შესახებ უკვე რამდენიმე ქვეყანასთან თანამშრომლობა. ხაზი მინდა
გავუსვა, რომ გვსურს ჩეხეთი და უნგრეთი შემოუერთდეს საერთაშორისო წარმოებას,

რომლებმაც ისრაელში მომავლის ვაქცინები უნდა შექმნას. ეს კი თანამშრომლობის ახალ
პერსპექტივებს გვიხსნის – აღნიშნა შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ნეთანიაჰუმ.
მთავრობის თავმჯდომარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა განიხილეს და შეაფასეს
კორონავირუსთან ბრძოლის შედეგების ყველა ასპექტი, მათ შორის კრიზისიდან
გამოსვლის სტრატეგია.
შეხვედრაში ისრაელის მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ ჯანდაცვის მინისტრი იული
ედელშტეინი, საგარეო საქმეთა მინისტრი გაბი აშკენაზი, ისრაელის ელჩები უნგრეთსა
და ჩეხეთში იაკობ ჰადასი და დენიელ მერონი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
პეტერ სიიარტო, უნგრეთის ელჩი ისრაელში ლევენტე ბენკო, ჩეხეთის
პრემიერმინისტრის ოფისის ხელმძღვანელი ტუნდე ბარტა და სხვა ოფიციალური
პირები.
ერთი კვირის წინ პრემიერმა ნეთანიაჰუმ ანალოგიური შეხვედრები გამაღა ავსტრიის
ფედერალურ კანცლერთან სებასტიან კურცთან და დანიის პრემიერმინისტრთან მატტე
ფრედრიკსენთა.

სერგი პოდრაჟანსკი იერუსალიმიდან
ფოტოზე: სამთა შეხვედრის მონაწილეები ნეთანიაჰუ, ორბანი და ბაბიში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები