თამარ ჩარკვიანი: რუსთაველზე ლეიბების მიტანაზე „სვეტსკად“ ატეხეს ღლიცინი, არ შეიძლებაო_ სამშობლოსთვის ლეიბიც შეიძლება! იქ დარჩენაც შეიძლება!

Read Time:40 Second

რომ ვთქვი, კარვები მივიტანოთ რუსთაველზე, იმ კარავს ატრიბუტიკა სჭირდება, ატყდა ღლიცინი ძალიან „სვეტსკად“, რომ ლეიბი არ შეიძლება. ხო ლეიბიც შეიძლება, იქ დარჩენაც შეიძლება სამშობლოსთვის, თუ შენ ნამდვილად დარწმუნებული ხარ, რომ რუსეთი გართმევს ქვეყანას _ ამის შესახებ თამარ ჩარკვიანმა “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ისაუბრა.

“როდესაც ამბობ, რომ თურმე ხელისუფლება ქვეყანას აბარებს რუსეთს, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური შიშის უფლება, როდესაც კობახიძის ასეთ განცხადებას მოვისმენთ, მე მაქვს განგაშის ზარი, მაგრა განგაშის ზარი გასეირნებით არ უნდა დასრულდეს. 160 ათასი კაცი რომ მოვა, კეთილი უნდა ინებო… რომ ვთქვი, კარვები მივიტანოთ რუსთაველზე, იმ კარავს ატრიბუტიკა სჭირდება, ატყდა ღლიცინი ძალიან „სვეტსკად“, რომ ლეიბი არ შეიძლება. ხო ლეიბიც შეიძლება, იქ დარჩენაც შეიძლება სამშობლოსთვის, თუ შენ ნამდვილად დარწმუნებული ხარ, რომ რუსეთი გართმევს ქვეყანას და მოსალოდნელი უბედურება გაქვს. აბა რა, კარავი უნდა დასცე და არ უნდა გამოხვიდე იქიდან, რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი” _ განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს დააბრუნებს
Next post სოზარ სუბარი – უკეთესი იქნებოდა, დეგნანს დაეგმო თავისი ქვეყნის კონგრესმენის, კინზინგერის განცხადება, რომ საქართველოში არის პრორუსული ხელისუფლება და საქართველოდან უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა უნდა გაყარონ