თამარ მახარობლიძე: დაიღალა საზოგადოება ამ არხის ,,სანდო წყაროს“ მოპოვებული ინფორმაციებით, რომელიც სრულიად აცდენილია სინამდვილეს

Read Time:45 Second

 

დაიღალა საზოგადოება ამ არხის ,,სანდო წყაროს“ მოპოვებული ინფორმაციებით, რომელიც სრულიად აცდენილია სინამდვილეს,- იურისტი თამარ მახარობლიძე ,,მთავარი არხის“ ეთერში ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმიანება.

მისი თქმით, ,,ფეიკ ნიუსები“ დიდი ხანია ზოგიერთი არხის ერთადერთი ბრძოლის საშუალებაა.

,,ვირუსთან ბრძოლაში ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც ამ არხზე ნეგატიურად გაშუქდა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლებამ ასევე წარმატებას მიაღწია, რაც იგივე წესით გაშუქდა ამ არხზე, თუმცა, უმძიმესი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყველანაირ ზღვარს ცდება. საქმეს, რომელსაც უსწრაფესად იძებს სახელმწიფო და უკვე 17 ბრალდებული ჰყავს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და უკვე მის ოჯახის წევრებაც უკავშირებენ. ცილისწამება და ე.წ. ,,ფეიკ ნიუსები“ დიდი ხანია ზოგიერთი არხის ერთადერთი ბრძოლის საშუალებაა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ამგავარი სიუჟეტები მიზანმიმართულად არის მოგონილი, რომ შეიქმნას არაჯანსაღი წინასაარჩევნო გარემო, თუმცა, ამომრჩევლის მთავარი იარაღია ინფორმირებულობა და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების მოძიების უნარი, რაც მიმდინარე წლის არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილების მიღების გარანტიაა”,- წერს თამარ მახარობლიძე.

https://www.facebook.com/100000422354858/posts/3437108459646532/?d=n

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფიო კილაძე- წარმოუდგენელია, ბერა როგორ მიაბეს გარდაცვლილი ბავშვის თემას
Next post რადიკალური ოპოზიციის ანტიდასავლური კამპანიის ერთგვარი კულმინაცია იყო მათი ლიდერების, შალვა ნათელაშვილისა და გიგა ბოკერიას მიერ გერმანიის ელჩის კომენტარის პასუხად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები