თამარ გაბუნია: Sinopharm-ის ვაქცინის ხარისხი და სანდოობა ძალიან მაღალია

Read Time:52 Second

სამინისტროს ყველა სტრუქტურა მაქსიმალური მობილიზებით გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს გარანტირებული ხარისხით და მისი ადმინისტრირება მოხდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჩინეთის მთავრობას და საქართველოში საელჩოს Sinopharm-ის ვაქცინის მწარმოებელთან მოლაპარაკებებში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პრეპარატს მაღალი ხარისხი აქვს.

„ვაქცინის ხარისხი და სანდოობა ძალიან მაღალია. ამის დასტური იქნება მოსალოდნელი ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. თუმცა, ამის დასტური უკვე გახლავთ მილიონობით ადამიანი, რომელიც ამ ვაქცინით უკვე აიცრა, რაც ქმნის ძალიან კარგ დაცვას როგორც მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების, ასევე ინფექციის გავრცელების კუთხით.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის უსაფრთხო და ეფექტიანი განხორციელება. როგორც მარეგულირებელი, ასევე სამინისტროს ყველა სტრუქტურა მაქსიმალური მობილიზებით გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს გარანტირებული ხარისხით და მისი ადმინისტრირება მოხდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ. ჩვენ ვემზადებით ახალი ვაქცინების დანერგვისთვის და, ვფიქრობ, ძალიან მალე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი, რაც პირველი და მთავარი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდეგი ტალღები და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა აიცრას, რომ პანდემია დასრულდეს
Next post შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მანდატების გაუქმებაზე თუ მოგვმართავენ, კიდევ ერთხელ ვეტყვით უარს