თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა

Read Time:33 Second

შესაძლო ძალადობრივი ექსცესების თავიდან

ასაცილებლად თავისუფალი და სამართლიანი

არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია

რეკომენდაციას მოამზადებს. ამის შესახებ

გადაწყვეტილება დღეს, კომისიის მე7 სხდომაზე მიიღეს. სხდომა იუსტიციის სამინისტროში,

კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა

კომისიამ პარტიის „საქართველოსთვის“ მიერ

წარდგენილი საჩივრის შესახებ იმსჯელა

და საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ის ფაქტები განიხილა, რომელთა

შესახებაც მედიით გახდა ცნობილი. ინციდენტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია

სხდომას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

კომისიის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების,  პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო  და

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიზანი

საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის

პრევენცია და მათზე რეაგირებაა. 8 სექტემბრიდან კომისია ინტენსიურად – კვირაში ერთხელ იკრიბება და წინასაარჩევნო

პროცესში მომხდარ სავარაუდო ინციდენტებს განიხილავს.

სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი უძღვებოდა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთ-ერთი მოწინავე აეროპორტებს შორის ვაქცინაციის მაღალი ტემპით, რაც მოგზაურებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს
Next post ბექა დავითულიანი დებატებში კახა კალაძის უპირატესობაზე: ეს იყო გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში