თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაწესებული დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დღე წელს პირველად აღინიშნა

Read Time:45 Second

დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღე წეროვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში საზეიმოდ აღინიშნა.

დაჭრილ მებრძოლთა დღე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, გასულ წელს დაწესდა. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ეს დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს.

„ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნის ვალდებულებაა მათი დამსახურების წინაშე. ზრუნვა მათზე, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა თავისუფლებასა და მსოფლიო მშვიდობის დაცვას შესწირეს, ნიშნავს სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებების მხარდაჭერას. ეს დღე უნდა გახდეს კიდევ ერთი საშუალება მათი პრობლემების გააზრებისა და გადაწყვეტისათვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

თავდაცვის მინისტრმა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაში აშშ-ის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მან მადლიერება გამოხატა ამერიკელი მეგობრების მიმართ და თავდაცვის ძალების განვითარებაში მათი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართვისას თავდაცვის უწყების წარმატებულ სოციალურ პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, სწორედ, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათთვის მრავალმხრივი შესაძლებლობების განვითარებაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ, იმაზე ისაუბრეთ, არჩევნები თუ გაყალბდა, აქ რას აკეთებთ
Next post „საბამ“ ლიტერატურული კონკურსი მეცხრამეტედ გამოაცხადა