აპრილი 17, 2024
0 0
Read Time:24 Second

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას პარტიის შექმნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ ვინმეს კითხვები ჰქონდა გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის კავშირთან დაკავშირებით, ამოწურულია. ,,ვინმეს რამე კითხვა დარჩა? ღიად გადავიდნენ უკვე ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებაზე. კონკრეტულად, ადამიანზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან არც მაშინ იცოდა ვინმემ, როცა უმრავლესობაში იყო და ახლა მით უმეტეს, მაგრამ ნარატივი, რომელიც, ცხადია, გახარიასთან არის შეთანხმებული, ღია კონფრონტაციაა ბიძინა ივანიშვილთან. აბა, სხვა როგორ ავხსნათ ეს განცხადება? ახლა შეაწუხა ბექა ლილუაშვილი არაფორმალურმა მმართველობამ? სასაცილოა” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები