ზურაბ აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება

Read Time:23 Second

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტში კოვიდის მართვის მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ, ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება კოვიდის მართვას, ნახევარ მილიარდზე მეტი გვქონდა 2022 წელს, მაგრამ 2023 წელს მნიშვნელოვნად მცირდება და 100 მილიონი ლარის ფარგლებშია. დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო ნაკლები დაგვჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ უკვე კარგად არის მოწესრიგებული როგორც პაციენტების ჰოსპიტალიზაციის, ასევე სხვადასხვა ხარჯების მართვის ნაწილი, ასევე მნიშვნელოვნად არის ინფიცირებები შემცირებული. ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროება არ გვექნება“, – განაცხადა აზარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება საზოგადოდ სასამართლო ხელისუფლების გასაძლიერებლად
Next post ოთარ შამუგია: კახეთში მოსავლის დაახლოებით 80% უკვე გადამუშავებულია, 222 ათასი ტონა ყურძენი არის მიღებული