მარტი 28, 2024
0 0
Read Time:33 Second

„უკანასკნელ წლებში მთაწმინდაზე არაერთი წარმატებული ურბანული პროექტი განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის მხარდაჭერით, მომავალში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი, ახალი ინიციატივებით გავაგრძელებთ ჩვენი რაიონის განვითარების პროცესს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ ვერის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

მაჟორიტარობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ამჯერად გალის, იაკობ ნიკოლაძის, შარაშიძის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, შიო მღვიმელისა და ანანურის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა, სადაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ის ყოველდღიურად ხვდება მოსახლეობას და ისმენს მათ მოთხოვნებსა და პოზიციებს რაიონში არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რათა მთაწმინდის განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული როგორც რაიონისინფრასტრუქტურის განახლებაზე, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელიპირობების გაუმჯობესებაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები