ზურაბ აბაშიძე: „ვიზრუნებთ, რომ ყველა უბანში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული კეთილმოწყობილი გარემო“

Read Time:39 Second

მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ნიაღვრისა და გურამ რჩეულიშვილის ქუჩებს ესტუმრა, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად რაიონის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტები განიხილა და არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე იმსჯელა. მოსახლეობასთან შეხვედრებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ესწრებოდა.

„მთაწმინდის რაიონის განვითარების გეგმის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ვიზრუნებთ, რომ ყველა უბანში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული კეთილმოწყობილი გარემო.

მე პირადად ვიდგები თქვენ გვერდით და ყოველთვის ვიქნები ხელმისაწვდომი რაიონში არსებული ვითარების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხისა თუ ინიციატივის განსახილველად“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი Covid-19-ის გავრცელების შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებსაც შეეხო. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, პანდემიის პირობებში მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, რომელთა განხორციელება მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გენადი ბალანჩივაძე – მოვუწოდებ ჩემს წყალტუბოელებს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და 2 ოქტომბერს ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ
Next post დავით შერაზადიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა