ზურაბ აბაშიძე: „ერთობლივად დასახული მიზნები უნდა ემსახურებოდეს ყველაზე მთავარს – ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობას“

Read Time:37 Second

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში, განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს.

ამჯერად ზურაბ აბაშიძემ ლეონიძის, იაშვილის, ქიქოძის, ასათიანის, თაბუკაშვილისა და ჯამბულის ქუჩის მცხოვრებლებისგან მოისმინა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ყოველდღიურად ადგილობრივი მოსახლეობა.

შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო სახლებისა და შიდა ეზოების კეთილმოწყობის შესაძლებლობებს. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივები და ხედვები განიხილა.

„სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში აუცილებელია, თითოეული ქუჩის მოსახლეობის პოზიციები იყოს გათვალისწინებული, რათა ერთობლივად დასახული მიზნები  ემსახურებოდეს ყველაზე მთავარს – ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს რეგულარულად გამართავს და ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩას მოიცავს.

ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: სკოლებისა და უნივერსიტეტების 4 ოქტომბრამდე გახსნა ჯერ არ განიხილება
Next post ,,ქართული ოცნების” სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ ფოცხოში, მოცვის ბაღები დაათვალიერა