ზურაბ აბაშიძე: „გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ გავაგრძელოთ უკანასკნელ წლებში დაწყებული საქმე ჩვენი რაიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის“

Read Time:52 Second

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში, შალვა დადიანის, ივანე მაჩაბლისა და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი თემები განიხილა. მათ შორის, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და უბნის ინფრასტრუქტურის განახლების, სკვერების გაშენების, ეზოების მოწყობისა და ტურიზმის გაძლიერების საკითხები.

ზურაბ აბაშიძე: „კახა კალაძის გუნდთან ერთად გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ აქტიურად გავაგრძელოთ უკანასკნელ წლებში დაწყებული საქმე ჩვენი რაიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მთაწმინდა უახლოეს წლებში აუცილებლად გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი, კიდევ უფრო მწვანე და სიცოცხლით სავსე ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს დასვენებას და დროის საინტერესოდ გატარებას.“

ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრები სისტემატურად გაგრძელდება, რადგან, რაიონის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, მის მთავარ მიზანს, სამომავლო პროექტებსა და ინიციატივებზე მუშაობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებისა და პოზიციების გათვალისწინება წარმოადგენს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა Covid-19-ის საწინააღმდეგო  მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს – აღვადგინოთ ეკონომიკა, სამსახურებმა განაახლონ მუშაობა, ხოლო ბავშვებმა და სტუდენტებმა სწავლა ბუნებრივ გარემოში გააგრძელონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალუდა ღუდუშაური: სახალხო დამცველი იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატად
Next post ამირან გამყრელიძე: რაც უფრო სწრაფად ავიცრებით, მით უფრო მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას