მარტი 28, 2024
0 0
Read Time:46 Second



„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას მხარდამჭერა ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ზუგდიდელები არიან გაერთიანებული. დღეს მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად მერობის კანდიდატი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ქუჩაზე იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.

„დღეს მოვიარეთ ქალაქის ცენტრალური უბნები და ძალიან დიდი მუხტი იგრძნობა, ამ მუხტის განსაკუთრებული ფაქტორია მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც შეიქმნა სხვადასხვა თაობის ზუგდიდელების მიერ, ეს ადამიანები უკმაყოფილო არიან პირველი ტურის შედეგებით და დამოუკიდებლად მაქსიმალურად ჩართული არიან კამპანიაში“ – აცხადებს მამუკა წოწერია.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი, მეორე ტურში იმ მოქალაქეების მონაწილეობაზე საუბრობს, ვინც პირველ ტურის დროს „ქართული ოცნების“ უპირატესობაში დარწმუნებულებმა ინერტულობა გამოიჩინეს და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს:

„ზუგდიდში ხდება თვითორგანიზება და მობილიზება იმ ადამიანების, რომლებმაც პირველ ტურში ჩათვალეს რომ „ქართული ოცნება” იყო უალტერნატივო და არ მოვიდნენ არჩევნებზე. ეს ადამიანები უკვე აფასებენ, რომ მათი ხმა არის გადამწყვეტი და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ აქტიურობისკენ მოვუწოდოთ ზუგდიდელ მოსახლეობას, რომლებიც  დაამტკიცებენ, რომ ხმას აძლევენ და მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და არა მძიმე წარსულში დაბრუნებას“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები